მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: საუდის არაბეთმა ისრაელს უარი უთხრა ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავები გაეგზავნა და ავარიულად დაშვებული Fly Dubai-ს რეისის მგზავრები დაებრუნებინა
Reuters: საუდის არაბეთმა ისრაელს უარი უთხრა ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავები გაეგზავნა და ავარიულად დაშვებული Fly Dubai-ს რეისის მგზავრები დაებრუნებინა

Reuters: საუდის არაბეთმა ისრაელს უარი უთხრა ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავები გაეგზავნა და ავარიულად დაშვებული Fly Dubai-ს რეისის მგზავრები დაებრუნებინა

იმედი|imedinews.ge

საუდის არაბეთმა უარყო ისრაელის მოთხოვნა სამხედრო თვითმფრინავებს სამეფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის რეისის მგზავრების უკან დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების სამსახურის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ისრაელი საუდის არაბეთიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნას ითხოვდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალები მგზავრების დასაბრუნებლად C-130 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნას ამზადებდნენ.

საბოლოო ჯამში, როგორც Reuters-ი წერს, მგზავრები Fly Dubai-ს სხვა თვითმფრინავით დაბრუნდნენ ისრაელში.

ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Fly Dubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტმა კაპიტნის დაჭრის შემდეგ ლაინერის ჩამოგდება სცადა. მისი თქმით, მგზავრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს, ხოლო სხვა პილოტებმა თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დასვეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს მოუწოდებს, შეუერთდეს აშშ-ის შუამავლობით გაფორმებულ აბრაამის შეთანხმებებს, რომელთა ფარგლებშიც რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

საუდის არაბეთი შეთანხმებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის რეალური პერსპექტივა არ მოჰყვება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: თითქოს ნორმად აქციეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ათას სიცრუესა და სიბინძურეს ავრცელებენ, თან მათ სტილში, სასაცილოდ და უგემოვნოდ დადგმული სცენებით

ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს

ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს

იმედი

დათა გვასალია: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი - რომ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, დღეს ვიქნებოდით ომში მშვიდობის ნაცვლად, ვიქნებოდით სხვების ინტერესების გატარების იარაღი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი

იმედი