
Reuters: თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას გააფორმებენ
იმედი|imedinews.ge
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი დღეს ერ-რიადში ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ინფორმაციას Reuters-ი საკითხის უშუალოდ მცოდნე ორ რეგიონულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული მედია, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუდის არაბეთში უკვე გაფრინდა.
ერ-რიადში ერდოღანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან და პრემიერ-მინისტრთან მოჰამად ბინ სალმანთან და პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან შეჰბაზ შარიფთან.
მოლაპარაკებების დეტალები უცნობია. ასევე უცნობია მომავალი სამმხრივი შეთანხმების ასპექტები, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge