მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: უნგრეთმა ფილიპინების, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა
Reuters: უნგრეთმა ფილიპინების, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

Reuters: უნგრეთმა ფილიპინების, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეიდან სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის ხელისუფლების განმარტებით, ეს ნაბიჯი უცხოელი მუშახელის ნაკადის დარეგულირებისკენ მიმართული პირველი ეტაპია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პარტია „ტისა“-ში აცხადებენ, რომ ივნისიდან ბუდაპეშტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას მთლიანად შეაჩერებს.

მთავრობის პრესსპიკერის ვანდა სონდის თქმით, ხელისუფლება უცხოელი ადამიანების დასაქმების პირობების გამკაცრებას გეგმავს, რადგან მიაჩნია, რომ მათი მზარდი რაოდენობა ადგილობრივ შრომით ბაზარზე ხელფასებს ამცირებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უცხოელები უნგრეთის სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა გარკვეული სექტორები, მათ შორის მომსახურებისა და წარმოების სფეროები, მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პარასკევიდან შეიცვლება ის რეგულაციაც, რომელიც დასაქმების სააგენტოებს ფილიპინებიდან, საქართველოდან და სომხეთიდან თანამშრომლების გამარტივებული წესით დასაქმების შესაძლებლობას აძლევდა.

ქვეყანაში უკვე მყოფ უცხოელ დასაქმებულებს ვიზის ან ნებართვის ვადის გაგრძელებაზე განაცხადის შეტანა კვლავ შეეძლებათ, ხოლო უკვე წარდგენილი განაცხადები არსებული წესით განიხილება.

მთავრობა აღნიშნულ ცვლილებებს გრძელვადიანი რეფორმის პირველ ეტაპად აფასებს.

ამასთან, უნგრეთში მოქმედი ზოგიერთი უმსხვილესი უცხელი ინვესტორი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ უცხოელი მუშაკების შემოსვლის სრულმა შეჩერებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს როგორც კომპანიების საქმიანობაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში