მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში ასობით ადამიანს ეძებენ
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში ასობით ადამიანს ეძებენ

Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში ასობით ადამიანს ეძებენ

იმედი|imedinews.ge

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 920-მდე გაიზარდა. ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ასობით ადამიანი კი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი, იუწყება Reuters-ი.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 172 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, დაშავებულია 3 360, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 50 000-ზე მეტი პირია რეგისტრირებული. მიწისძვრამ ოთხშაბათს საღამოს კარაკასისა და მის შემოგარენში მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია.

როგორც Reuters-ი წერს, პარასკევს შუადღისას ვენესუელაში კიდევ ერთი, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქ კარაკასსა და ახლომდებარე ქალაქ მარაკაიშიც იგრძნობოდა.

ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, მათ შორის ლა-გუაირას შტატში, მოსახლეობა და მოხალისეები ნანგრევების ხელით გაწმენდას აგრძელებენ. მძიმე ტექნიკის დეფიციტისა და სამაშველო ძალების არასაკმარისი მობილიზების გამო, ადგილობრივებში უკმაყოფილება იზრდება.

გაეროს შეფასებით, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრებმა ვენესუელას დაახლოებით 6.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. მეორე მიწისძვრა ქვეყნისთვის უკანასკნელ 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი