მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ კარანაძე: ოპოზიცია ცდილობს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რაზეც ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს
რევაზ კარანაძე: ოპოზიცია ცდილობს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რაზეც ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს

რევაზ კარანაძე: ოპოზიცია ცდილობს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რაზეც ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს

იმედი|imedinews.ge

ოპოზიცია ცდილობს ვიზალიბერალიზაციის საკითხი გამოიყენოს იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, რაზეც ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს, - განაცხადა პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ, მაშინ ევროპა უფრო მეტად დაკარგავს საქართველოს, ვიდრე პირიქით.

„ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ხალხი დააშანტაჟოს, თითქოს არსებობს საფრთხე იმისა, რომ საქართველოს გაუუქმონ ვიზალიბერალიზაცია, თუმცა, ვერ ხვდებიან, რომ ამით თვითონ ევროპა უფრო მეტად დაკარგავს საქართველოს, ვიდრე პირიქით. ეს არის ერთადერთი თემა, რომელიც შემორჩა ამ „ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ანასხლეტებს, რომლებიც დღეს ე.წ. მედასავლეთე ოპოზიციად გვევლინებიან. ისინი ცდილობენ, რომ ეს ერთადერთი დარჩენილი თემა სათავისოდ გამოიყენონ და რამენაირად ააგორონ ის ტალღა, რომ ხალხი როგორმე ქუჩაში გამოვიდეს ამ თემაზე, რაზეც ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს“,- აღნიშნა კარანაძემ.

მისი თქმით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გასაუქმებლად, გარდა იმისა, რომ საქართველო რაღაც ნაწილებში უბრალოდ არ ეთანხმება ევრობიუროკრატიას.

„მე ვფიქრობ, რომ რაციონალურობისა და ლოგიკურობის თემა არის ძალიან შორს ევროკავშირისგან დღევანდელ დღეს. თუ არსებობს რაღაც სტანდარტები, ამას საქართველო აკმაყოფილებს, თუმცა ეს სტანდარტებიც იცვლება ხოლმე", - განაცხადა კარანაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება