მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და კვლავ განვაგრძობთ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას
რევაზ სოხაძე: ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და კვლავ განვაგრძობთ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას

რევაზ სოხაძე: ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და კვლავ განვაგრძობთ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას

იმედი|imedinews.ge

„მთავრობის მიერ მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებათა პაკეტი, სექტორში პასუხისმგებლობიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას და არსებულ გამოწვევებზე ჯანსაღ რეაგირებას განაგრძობს.

რევაზ სოხაძემ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ახალ საბაზრო ფასებს გამოაქვეყნებს, რომლითაც ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვები გაგრძელდება.

„ჩვენ ყველანი მზად ვართ ჯანსაღი გადაწყვეტილებისთვის. იმისთვის, რაც მომგებიანს და ლიკვიდურს გახდის ამ დარგს. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არსებული პრობლემების გადასაჭრელად და იმ ე.წ მანკიერი წრის დასაძლევად, რაც, საბოლოოდ სახელმწიფოს ინტერესს აზიანებდა“, -აღნიშნა მინისტრმა.

კონტრაქტორებთან დაკავშირებით რევაზ სოხაძემ განმარტა, რომ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მათთან თანამშრომლობა და კონტრაქტი მყისიერად შეწყდება, თუმცა, კეთილსინდისიერ კონტრაქტორებს მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, მათ შორის მიმდინარეობს მუშაობა ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების მიმართულებით.

მინისტრმა უწყების მიერ განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის ასობით სკოლის მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება.

„ეს არ არის დასასრული - ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და განვაგრძობთ გამოკვეთილ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას“, -განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი