მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ
რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ

რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამის შესახებ მან სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პრობლემებზე ღიად საუბარი და საზოგადოების წინაშე მათი გამჭვირვალედ წარმოჩენაა.

„ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს წლების განმავლობაში გაჭიანურებული პროექტები. ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ამიტომ, თუ პროექტზე თუნდაც მცირედი ხარვეზი გამოვლინდება, კონტრაქტორს მისი გამოსწორება საკუთარი ხარჯებით უწევს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, ხარჯთეფექტურობა მხოლოდ პროექტის დაბალ ფასად განხორციელებას არ ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფო თითოეულ პროექტს გრძელვადიანი შედეგის გათვალისწინებით აფასებს.

„გზა ისე უნდა აშენდეს, რომ მას ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდეს რეაბილიტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხარისხი და ვადების დაცვა. კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, ხოლო ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

იმედი

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

იმედი