მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რიმა ბერაძე: რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა ევრო ბიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ
რიმა ბერაძე: რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა ევრო ბიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

რიმა ბერაძე: რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა ევრო ბიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

იმედი|imedinews.ge

რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა ევრო ბიუროკრატების ტენდენციური დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები, რაც გამოწვეულია მათი სურვილით რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეინარჩუნონ აქაური აგენტურა და აგრძნობინონ მათ, რომ ინტერესი საქართველოში გავლენების გაძლიერების მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ და შეუპოვრად აგრძელებს არჩეულ გზაზე სიარულს. „ვაგრძელებთ პრაგმატული, დაბალანსებული და მოქნილი პოლიტიკის გატარებას. სახეზე გვაქვს ნორმალიზირებული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მჭიდრო პარტნიორობა ჩინეთთან, მეგობრული ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან. ევრო ბიუროკრატიული იზოლაციის მცდელობების მიუხედავად, საქართველოს კვლავ აქვს საკუთარი ადგილი დიდ გეოპოლიტიკურ რუკაზე და აქტიურად იყენებს მას ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განსავითარებლად. საზოგადოებას კარგად ახსოვს რამდენი რამ გამოიარა საქართველომ მათი მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულებების გამო. სწორედ ეს უსამართლო დამოკიდებულებები გახდა გარდამტეხი ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამან დაარწმუნა ჩვენი ერი, რომ ქვეყნისთვის იმ რთულ წლებში მხარე უნდა დაეჭირა ჩვენი ხელისუფლებისათვის, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული და ქვეყნის გადასარჩენად იბრძოდა“, -აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. რიმა ბერაძის განცხადებით, ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე მმართველ გუნდს გაუჭირდებოდა იმ ზეწოლის, წნეხისა და შანტაჟის გაძლება, რასაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. „ამის მიუხედავად, ჩვენი ე.წ. ოპოზიცია ჩავარდნილი სცენარებისა და გარე ძალების ერთგული რჩება. მონური მორჩილებით ასრულებს გარედან წამოსულ ყველა დავალებას. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მათ უსამშობლოებს და უღმერთოებს. მათი ბოლო დროინდელი გაერთიანებაც ამის კარგი მაგალითია. ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი გაერთიანება გვინახავს უშედეგო დასასრულით. ერთმანეთის მოძულე და ფასადურად გაერთიანებული ოპოზიცია 26 მაისს დესტაბილიზაციის შემოტანის კიდევ ერთ მცდელობას გეგმავს. სცენარი კვლავ უცვლელია - ისევ უცხოეთიდან ჩამოსული რევოლუციონერების მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების გამოყენება, მაგრამ ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ - ჩვენი სახელმწიფო ახლა განვითარების სულ სხვა ეტაპზეა. ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ქვეყნის დაზიანების არცერთი მცდელობა არ რჩება შეუმჩნეველი. ყველა ასეთი გეგმა ისევე ჩავარდება, როგორც მათ მიერ ორგანიზებული ხუთი რევოლუციის მცდელობა“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი