მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“: ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა „ადამიანიც“ ჩააკვეხეს - სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე, ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო
რომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“: ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა „ადამიანიც“ ჩააკვეხეს - სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე, ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო

იმედი|imedinews.ge

ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას, - წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწერილ ილია მეორის მიერ წარმოთქმულ ტრიადას - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო ირანიზაციის გზას დაადგა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, პირველი ღმერთი კი არა, ოჯახი და სამშობლოა, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი „მიატყეპა მკერდზე“, ანტიეროვნული და საშიშია.

„ილიასეული ტრიადა „მამული, ენა, სარწმუნოება“ ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ. ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებავს. ახლა „ადამიანიც“ ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით. სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და გუშინ აღლუმზე ატარეს.

ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 2012 წელს განაცხადა: „ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა ასეთი სიტყვები - „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის“.

ასევე, ილია მეორე აღნიშნავდა: „უფალი ყველაფერს მხოლოობით რიცხვში ქმნის. ორ ერთნაირ ფოთოლს ან ყვავილს ვერსად ნახავთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ადამიანს, არ უნდა გავიმეტოთ იგი და ცუდი სიტყვით არ უნდა ვახსენოთ. ეს არის უნიკალური და უძვირფასესი ქმნილება ღვთისა. მთელი ქვეყნის საუნჯე არ ღირს ერთი ადამიანის სულად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს სამი საუნჯე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი