მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა
რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა

რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა

იმედი|imedinews.ge

რომის პაპმა ლეო XIV-მ გამოაქვეყნა პირველი დიდი ენციკლიკა Magnifica humanitas, სათაურით „ადამიანის დაცვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. თავის გზავნილში მან მსოფლიო მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მკაცრად დაარეგულირონ ეს სფერო.

რომის პაპის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას, პროვოცირებას უკეთებს კონფლიქტებს და არსებობს რისკი, რომ მან სამყარო უსასრულო ომამდე მიიყვანოს.

ლეო XIV აღნიშნავს, რომ მონაცემები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს, არ უნდა რჩებოდეს ექსკლუზიურად კერძო ხელში. გარდა ამისა, პაპმა მოუწოდა ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიებს შორის კონკურენციის დონის შემცირებისკენ.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეადარა ბიბლიურ სიუჟეტს, რომელშიც ადამიანებმა ბაბილონის გოდოლის აშენება სცადეს და ღმერთი განარისხეს. ლეო XIV-ის თქმით, ეს ისტორია აჩვენებს ნებისმიერი იმ წამოწყების საფრთხეს, რომელიც „ცის მიღწევას ღვთის კურთხევის გარეშე ლამობს“.

თავის ენციკლიკაში რომის პაპი ასევე შეეხო „სამართლიანი ომის“ თეორიას - ეკლესიის დოქტრინას, რომელიც გლობალური კონფლიქტების გასამართლებლად გამოიყენებოდა. ის აღნიშნავს, რომ ეს თეორია მოძველდა, ხოლო სამხედრო ძალა შეიძლება მხოლოდ „თავდაცვისთვის, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი გაგებით“ იყოს გამოყენებული.

როგორც Reuters-ი წერს, კომპანია Anthropic-ის თანადამფუძნებელმა, კრის ოლაჰმა, რომელიც ენციკლიკის პრეზენტაციას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა რომის პაპს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისთვის. მან აღნიშნა, რომ მისი მსგავსი კომპანიები ძლიერ კომერციულ ზეწოლას განიცდიან და გარე კონტროლს საჭიროებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი