მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუბიო: ჩინეთი ერთდროულად წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას
რუბიო: ჩინეთი ერთდროულად წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას

რუბიო: ჩინეთი ერთდროულად წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები შეეცდებიან დაარწმუნონ ჩინეთი, უფრო „აქტიური როლი“ იკისროს ირანის კონფლიქტის მოგვარებაში.

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ განმარტა, რომ აშშ-მა პეკინს წარუდგინა თავისი არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჩაერთოს ის ირანთან არსებული მზარდი დაძაბულობის მოგვარების ძალისხმევაში.

„ამ საკითხის მოგვარება მათ ინტერესებშია“, - განაცხადა რუბიომ. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ მათ, უფრო აქტიური როლი ითამაშონ იმაში, რომ ირანმა უარი თქვას იმ ქმედებებზე, რასაც ახლა სპარსეთის ყურეში სჩადის ან გეგმავს“.

„ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტები ჩინურ მხარეს და იმედი მაქვს, ისინი დამაჯერებელია; მათ ექნებათ შესაძლებლობა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან გაეროში ამ კვირის ბოლოს“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს არგუმენტით, ირანთან მიმართებით ამერიკის მხარდაჭერა პეკინის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება - ირანთან არსებული სტრატეგიული კავშირების მიუხედავად. ეს განპირობებულია იმით, რომ ჰორმუზის სრუტეში შეფერხებული ჩინური გემები ქვეყნის ეკონომიკას მზარდ ტვირთად აწვება. ჩინეთს ეძლევა შანსი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეუერთდეს ირანის ნაბიჯების დამგმობ პოზიციას.

რუბიომ ასევე განმარტა, თუ როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა ბალანსი ჩინეთის მიმართ საგარეო პოლიტიკაში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ ცდილობს ჩინეთის, როგორც გეოპოლიტიკური მეტოქის შეკავებას, მან ასევე უნდა შეინარჩუნოს ჯანსაღი ურთიერთობა მსოფლიო სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

„ჩინეთი ერთდროულად წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას, რომელიც სწორ მართვას საჭიროებს“, - განუცხადა სახელმწიფო მდივანმა გადაცემის წამყვანს, შონ ჰენიტის.

„ჩვენ გვექნება ინტერესები, რომლებიც მათ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოვა. ომების თავიდან ასაცილებლად და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კი, ჩვენ მოგვიწევს ამ წინააღმდეგობების მართვა“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

იმედი