მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა
რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა

რუმინეთმა დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების გამო რუსი დიპლომატი გააძევა

იმედი|imedinews.ge

რუმინეთში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც საპროტესტო ნოტა და რუსეთის დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი თანამშრომლის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება გადასცეს. გარდა ამისა, ბუქარესტმა კონსულტაციებისთვის რუსეთში თავისი ელჩი გაიწვია.

ამის მიზეზი მანამდე რუმინეთის საჰაერო სივრცის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ განხორციელებული დარღვევები გახდა. ბუქარესტში აღნიშნავენ, რომ ეს რუსული დრონები იყო. „ასეთი შემთხვევები „სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია“, - განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ასევე ევროკავშირისა და ნატოს საჰაერო სივრცეა.

„რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყველა ამ სერიოზულ ინციდენტსა და რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებაზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

24-დან 26 ივლისამდე რუმინეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ყველა ეს შემთხვევა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების დროს მოხდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი