მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს
რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს

რუმინეთში 3 დღის განმავლობაში მესამე რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს

იმედი|imedinews.ge

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს უკვე მესამე ასეთი ინციდენტია.

„დღეს დილით, 10:13 საათზე, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა F-16 რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, სულინა-კილიას რაიონში, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდო“, - დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მან მადლობა გადაუხადა რუმინელ პილოტებსა და სახმელეთო ეკიპაჟებს პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და ეფექტიანობისთვის, რომლითაც ისინი თავიანთ ამოცანებს ასრულებენ.

მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პარასკევს დილით ჩამოგდებული დრონი „შაჰედის“ ტიპისაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„მიუღებელი და დაუშვებელია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ამავდროულად ნატოსა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მათ მაქსიმალური სერიოზულობით ვეკიდებით. ამ განმეორებად დარღვევებთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • რუსულმა დრონებმა მოლდოვის საზღვართან უკრაინის სასაზღვრო პუნქტი დაბომბეს - 2 ადამიანი დაიღუპაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

იმედი