მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსეთი რუმინეთის გენერალურ საკონსულოს სანკტ-პეტერბურგში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს
რუსეთი რუმინეთის გენერალურ საკონსულოს სანკტ-პეტერბურგში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

რუსეთი რუმინეთის გენერალურ საკონსულოს სანკტ-პეტერბურგში ხურავს, ხოლო კონსულს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთის ხელისუფლებამ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე რუმინეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში რუმინეთის ელჩი კრისტიან ისტრატე დაიბარეს და აცნობეს, რომ გენერალურ კონსულს სანკტ-პეტერბურგში პერსონა ნონ გრატად აცხადებენ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს არის პასუხი ოფიციალური ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე 29 მაისს ქალაქ კონსტანცაში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვისა და გენერალური კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა კონსტანცაში რუსეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი