
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს, უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მათ ასეთი ტიპის განცხადება პირველად მიმდინარე წლის მაისშიც გაავრცელეს.
„უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ, საკუთარ მოქალაქეებს მთელმა რიგმა ქვეყნებმა მოუწოდეს, აშშ-ის, ბრიტანეთის, ევროკავშირის ქვეყნების, ნორვეგიის, შვეიცარიის ჩათვლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, პირველი გაფრთხილება ყველამ არ გაითვალისწინა და საკუთარ სიცოცხლეს შეგნებულად აგდებს საფრთხეში.
„კიევში ბევრი საელჩო მუშაობს, უკრაინაში უცხოელი ოფიციალური პირები ვიზიტით მიემგზავრებიან. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები მასირებულ საპასუხო დარტყმებს განაგრძობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიების პერსონალის ჩათვლით, ხელმეორედ აფრთხილებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მგზავრობისა და ყოფნისგან“, - წერია განცხადების ტექსტში.
პასუხისმგებლობა ნეგატიურ შედეგებზე მთლიანად და სრულად ეკისრება მათ, ვინც გაფრთხილებას არ ითვალისწინებს, დასძინეს საგარეო უწყებაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge