მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი პირველი სეზონი დახურა
რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი პირველი სეზონი დახურა

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი პირველი სეზონი დახურა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა.

რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი" - ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, სრულიად უფასოდ გაიარეს. მათ ქალაქის ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტები შექმნეს. საუკეთესო ნამუშევრები კი ახალ ონლაინ პლატფორმაზე - „რუსთავი ლაიფზე“ (Rustavi Life) გამოქვეყნდა“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

დაჯილდოების ღონისძიებაზე, სოციალურ ქსელში მიღებული რეაქციებითა და ნახვებით გამოვლენილ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ, საუკეთესო ვიდეოს ავტორმა კი საჩუქრად მობილური ტელეფონი მიიღო. სამახსოვრო საჩუქრები გადეცა პროგრამის პირველი სეზონის ყველა მონაწილეს.

პროექტი - „რუსთავი ცხოვრების სტილი", ახალგაზრდების განათლების და დასაქმების ხელშეწყობას, ქალაქის პოპულარიზაციას და რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდული იდეების რეალიზებას ისახავს მიზნად.

პროექტის მომდევნო სეზონი შემოდგომაზე გაიმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი