მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ
რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ

რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. პროექტების მონიტორინგის მიზნით, მე-19 მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე და ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ,,სემეკის" წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი რევაზ გერაძე და კომპანია ,,GWP"-ის საინვესტიციო პაკეტების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი.

კომპანია ,,ჯი ვი პი", რუსთავში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას, მე-19 მიკრორაიონში, ლეონიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე და ლომოური-მელიქიშვილის გასასვლელებში აწარმოებს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პროექტების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია ამ ლოკაციებზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტირებაც.

მონიტორინგის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, სემეკის და რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, წყალმომარაგების კომპანიას, მიმდინარე პროექტების ვადების დაცვით დასრულება მოსთხოვეს.

,,ჩვენთვის მთავარია, სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად და დაცული იყოს ვადები. დღევანდელ შეხვედრაზე, წყალმომარაგების კომპანიას, მიმდინარე პროექტების განსაზღვრულ ვადაში დასრულება მოვთხოვეთ. კონკრეტულად, მე-19 მიკრორაიონში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", მიმდინარე პროექტი, აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც, რუსთავის მერია, ამ ტერიტორიაზე, ახალი გზის მოწყობას დაიწყებს და დისკომფორტს, რომელიც მოსახლეობას აქვს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრის", - განაცხადა რუსთავის დელეგატმა პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

,,სემეკის" წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის, რევაზ გერაძის განცხადებით, კომპანია ,,GWP" აღნიშნულ ტერიტორიაზე, დამატებით ბრიგადებს გამოყოფს და პროექტებს დათქმულ ვადებში დაასრულებს.

,,მე-19 მიკრორაიონში, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია უკვე დავასრულეთ, ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის 900 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ვაწარმოებთ. სამუშაოები ამ ლოკაციაზე, აგვისტოს ბოლოს დასრულდება. რამდენიმე დღეში ვასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს აღმაშენებლის გამზირზეც. რაც შეეხება ლეონიძის სახელობის ქუჩას, აქ 1.2 კილომეტრიან მონაკვეთზე იცვლება წყლისა და წყალმომარაგების ქსელი და სამუშაოებს, აქაც 2 კვირის ვადაში დავასრულებთ", - განაცხადა ,,ჯი ვი პი"-ს საინვესტიციო პაკეტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ლოჩოშვილმა.

კომპანია ‘’GWP"-იმ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის კომპლექსური რეაბილიტაცია, 2022 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში შესრულებული სამუშაოს შედეგად, რუსთავის წყალმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. მიმდინარე წლის პროექტებში, განსაკუთრებული ყურადღება, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ეთმობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან  აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში სამართალდარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების, მათ შორის ტრანსპორტირების ფაქტია

იმედი

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს

იმედი