მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი: მნიშვნელოვანია გავაჟღეროთ ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის და ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებას ემსახურება
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი: მნიშვნელოვანია გავაჟღეროთ ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის და ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებას ემსახურება

იმედი|imedinews.ge

მამუკა რეხვიაშვილმა საკრებულოს სხდომის ფორმატში ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქუჩების დამისამართების, ახალგაზრდული პოლიტიკის, ეკოლოგიის გაუმჯობესების და სერვისებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

,,მნიშვნელოვანია გავაჟღეროთ ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული პროექტები, რომლებიც ქალაქის განვითარებას ემსახურება. საკრებულოს აქტიურად აქვს დაწყებული მუშაობა ქალაქში ქუჩების დამისამართების პროექტზე, ჩვენ უკვე შევხვდით ყველა შესაბამის საჯარო თუ კერძო უწყებას. უახლოეს პერიოდში ვიწყებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მოსახლეობასთან რათა მიმდინარე პროცესში მათი მოსაზრებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ინტენსიურად ვმუშაობთ ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევის - ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და მერიასთან ერთად, აქტიურად ვახორციელებთ უნიკალური ჭალის ტყის აღდგენის პროექტს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიული მნიშვნელობის პროცესში, ჩვენი ახალგაზრდები, მათ შორის მოსწავლეები არიან ჩართული”, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ახალ ეტაპზე გადადის რუსთავის ისტორიული მუზეუმი.

„სულ ახლახან, საკრებულოს გუნდის ინიციატივით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში დაიწყო უპრეცედენტო პროექტი - ჩვენი ქალაქის მუზეუმი იქნება აუდიოდისკრიფციით გახმოვანებული პირველი სივრცე საქართველოში, სადაც მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანები ისტორიის სრულფასოვნად აღქმას შეძლებენ”, - აღნიშნა მამუკა რეხვიაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე ახალგაზრდების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება.

,,ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებას ემსახურება ჩვენი ახალი, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა - „წარმოადგინე შენი ქალაქი“. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის სპეციფიკას, მის სტრუქტურას, კომისიების მუშაობის პრინციპებს, ასევე იმ პროცესებს, რომლის საფუძველზეც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება”, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი