მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მე-19 მიკრო რაიონში დაიწყო
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მე-19 მიკრო რაიონში დაიწყო

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მე-19 მიკრო რაიონში დაიწყო

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, მე-19 მიკრო რაიონში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. N10 საჯარო სკოლის, N43 საბავშვო ბაღისა და გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, ახალი საავტომობილო გზა 5600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავში ვაგრძელებთ გზების რეაბილიტაციისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, რამდენიმე დღის წინ ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. საავტომობილო გზას 5600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განვაახლებთ. გათვალისწინებული გვაქვს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ტროტუარების, გარე განათების ქსელის მოწყობა და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა. გზის აღნიშნული მონაკვეთის გავლა უწევთ N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და N43 ბაგა-ბაღის ბავშვებს, შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, გარე განათების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები. პროექტით გათვალისწინებულია საგზაო ნიშნებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული შუქნიშნის მონტაჟი.

„გზების განახლების მიზნით მიმდინარე პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება თანმიმდევრული და მიზანმიმართული პროცესია, რომელიც ქალაქში ქუჩების სრულ და სისტემურ მოწესრიგებას ითვალისწინებს. მორიგი პროექტის მიმდინარეობას, დღეს კიდევ ერთ საკვანძო მონაკვეთზე - მე-19 მიკრო რაიონში გავეცანით. ადგილზე სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, გარე განათების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები მოეწყობა”, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა.

პროექტის ღირებულება 1 554 439 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დღეისათვის, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რუსთავში ერთდროულად ექვს ქუჩაზე მიმდინარეობს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი