მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება
რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

იმედი|imedinews.ge

11 და 12 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში, „ოქსიგენ-ფესტი- 2026“ გაიმართება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივლისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება. „ხმაური სიხარულისთვის“ - ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი, რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 წარმატებული ახალგაზრდა

გაივლის, რომლებსაც ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. „ოქსიგენ-ფესტის“ საფესტივალო სივრცე 11 ივლისს ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს უმასპინძლებს.

12 ივლისს კი „ოქსიგენის“ სცენას ჯგუფი „რეგიონი“, „შერეკილები“, „ჯეობით პროდაქშენი და მეგობრები“, „პაპანუსი“ და „ალუზია“ დაიკავებენ.

„ოქსიგენ-ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები „ოქსიგენ-ფესტი“ შემოქმედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან. მუსიკალური ფესტივალის მთავარი სპონსორი - „აზოტი ინდორამა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი