მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

რუსთავში, კიდევ ერთი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღში აღსაზრდელების მიღებით დაიწყო.

ბაგა-ბაღის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი დაესწრნენ.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავში N31 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაასრულა. დღეს ახალ საბავშვო ბაღში საზაფხულო ჯგუფები მივიღეთ. დასრულების ეტაპზეა N11 და N25 საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი. ორივე ახალი ბაღი, ჩვენს პატარებს სექტემბრიდან მოემსახურება. საბავშვო-ბაღების როგორც რეაბილიტაცია, ასევე მშენებლობა, რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს, ეს ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია და ამ მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

450 ბავშვზე გათვლილ ბაღს, რეაბილიტაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, რუსთავის N31 ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროცესი საკმაოდ მასშტაბური იყო - 6,5 მილიონი ლარის ბიუჯეტით. სრულად კეთილმოეწყო ბაღის როგორც შიდა სივრცე, ასევე ეზო, სადაც 500 ძირი ხე-მცენარე დაირგო. მოხარულები ვართ, რომ შევძელით და რუსთავში ბავშვებს კიდევ ერთი განახლებული სივრცე გადავეცით“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ქვარა ჩართოლანმა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა და მოეწყო უსაფრთხო, კომფორტული და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა.

„რუსთავს კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატა. დღეს, 31-ე სააღმზრდელო დაწესებულებამ პატარები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ბავშვმა სკოლამდელი განათლების მიღება, განვითარებაზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეებში შეძლოს“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

ამ ეტაპზე, რუსთავში ახალი- N11 და N25 ბაღების მშენებლობის პროცესი დასრულების ეტაპზეა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. მიმდინარე წელს, რუსთავში, სკოლამდელი აღზრდის კიდევ ორი დაწესებულების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი