მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ
რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მატივე განცხადებით, მუნიციპალური რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული გადამზადების კურსი, რუსთავის მერიის 1 500-მდე თანამშრომელს აქვს გავლილი.

„იმ პროექტების პარალელურად, რომლებსაც ჩვენი ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის ვახორციელებთ, რუსთავის მერიის გუნდი მუნიციპალური სერვისების რეფორმას ვაგრძელებთ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ თანამშრომლების გადამზადებაა. ჩვენი უმთავრესი მიზანი, მოსახლეობისთვის თანამედროვე და განვითარებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებაა. ამ პროცესის ეფექტურად წარსამართად,კი აუცილებელია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც რუსთავის მერიის პროფესიონალ გუნდს აქვს, თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგოთ. შედეგად კი მოსახლეობას კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური სერვისები მივაწოდოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თანამშრომელთა გადამზადება სპეციალურად შემუშავებული მოდულების მიხედვით ხდება და ეფექტურ კომუნიკაციას, სამართლებრივ და საფინანსო სფეროს, ციფრულ პროგრამებსა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას მოიცავს.

პარალელურად, რუსთავის მერია, მუნიციპალური ტრენინგ-ცენტრის შექმნის კონცეფციაზეც მუშაობს. მერიის 40 თანამშრომელს, ტრენერთა ტრენინგები აქვს გავლილი და საკუთარი ტრენინგ-მოდული, მუნიციპალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში აქვს შემუშავებული.

პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანი, მუნიციპალური სერვისების განვითარება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური სერვისების მიწოდებაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

იმედი

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

იმედი

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ  მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე