მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში შიდასაუბნო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, რუსთავში შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ფალიაშვილის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა.

ანალოგიური სამუშაოები ერთდროულად ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

ფალიაშვილის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„დღეს რუსთავში ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მიმდინარეობს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, დაწყებულია ძველი რუსთავის რესტავრაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი. პარალელურად, ვასრულებთ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თხოვნას და შიდასაუბნო სპორტული სივრცის მოწყობა რამდენიმე მისამართზე უკვე მიმდინარეობს.

გათვალისწინებული გვაქვს ყველა ის სტანდარტი, რაც ამ ტიპის მოედნის შემთხვევაში მოზარდის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

ეტაპობრივად შევეცდებით, რომ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა ქალაქის ყველა უბანში გვქონდეს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით, რუსთავის თითქმის ყველა უბანშია დაგეგმილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა

იმედი

Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის

Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის

იმედი