მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და მედიკამენტების მალულად გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიგარეტისა და მედიკამენტების მალულად გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ - სამძებრო და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დადგინდა, რომ ს.გ.პ. ,,წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით, ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი. უფლებამოსილი პირების მიერ, რისკის შეფასების/ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების შეჩერება და ერთ-ერთი მათგანის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 100 000 კოლოფი სიგარეტი ,,MILANO“ და 1 114 ცალი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო მედიკამენტი.

დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 575 000 ლარი შეადგინა, ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1 060 000 ლარზე მეტი შეადგინა.

გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • რვა საარბიტრაჟო დავის ჯამური მოთხოვნა $4.8 მილიარდს შეადგენს - ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესფორმულა
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაახლოებით 400-მდე ოქმია შედგენილი, რომელთა უმრავლესობაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები - ნათია გიგლემიანირუსთავი 2
  • აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდატვ პირველი
სამინისტროს →სამსახურის →გენერალური →

მსგავსი სტატიები

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს

იმედი

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი ევროპას დიზელის მარაგების გახსნისკენ მოუწოდებს - ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დააჩქარონ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულება და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ დამატებითი მარაგების ხელმისაწვდომობა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

იმედი