მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსიის ფარგლებში, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის მეორე სესიაზე, რომელსაც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი წარუძღვა, მომხსენებლებმა თანამედროვე მსოფლიოში ოჯახის ინსტიტუტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დემოგრაფიულ პრობლემებზე იმსჯელეს.

თემატურ შეხვედრაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

თემატურ შეხვედრაზე მოხსენებები წაიკითხეს: ევროპის პარლამენტის წევრმა თომას ფრიოლიხმა, ორგანიზაცია „ერთად ევროპისთვის“ კოორდინატორმა გერჰარდ პროსმა, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრმა პანიკოს ლეონიდოუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის ვიცე-სპიკერმა რაფაელ ჰუსეინოვმა, ნიქოზიის უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქრისტოს ეკონომუმ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრმა ცოვინარ ვარდანიანმა.

საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დასრულდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა, ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის? ფაქტია, მათი განცხადებები ერთადერთ მიზანს, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება!

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იმედი

Amnesty International France საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს რეზინის ტყვიების გამოყენება, ვინაიდან აქციის მონაწილეთა უმრავლესობა არასრულწლოვანია - ძალოვნებმა რეპრესიული მიდგომის ნაცვლად, აქცენტი დეესკალაციასა და დიალოგზე უნდა გააკეთონ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი