მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსიის ფარგლებში, ოჯახის ინსტიტუტსა და ტრადიციულ ღირებულებებზე მოხსენებები წაიკითხეს.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციის მეორე სესიაზე, რომელსაც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი წარუძღვა, მომხსენებლებმა თანამედროვე მსოფლიოში ოჯახის ინსტიტუტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დემოგრაფიულ პრობლემებზე იმსჯელეს.

თემატურ შეხვედრაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში მართლმადიდებლური ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

თემატურ შეხვედრაზე მოხსენებები წაიკითხეს: ევროპის პარლამენტის წევრმა თომას ფრიოლიხმა, ორგანიზაცია „ერთად ევროპისთვის“ კოორდინატორმა გერჰარდ პროსმა, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წევრმა პანიკოს ლეონიდოუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის ვიცე-სპიკერმა რაფაელ ჰუსეინოვმა, ნიქოზიის უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქრისტოს ეკონომუმ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრმა ცოვინარ ვარდანიანმა.

საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დასრულდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მზადება „თბილისობისთვის“ - მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ადგილას გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზადება „თბილისობისთვის“ - მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ხუთ ადგილას გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

ლევან მახაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის მცდელობა, რომ საკუთარი მოსახლეობა ახალ-ახალი თარიღებით გააბრუონ

იმედი

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო და პრევენციულ აქტივობებს მართავს.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ - კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო და პრევენციულ აქტივობებს მართავს.

იმედი

ინგა გუდაძე: ირმა ინაშვილო, სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, რასაც შენ ახლა „ჩალიჩობ“, ეგაა არამზადობა, პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებში