მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო

იმედი|imedinews.ge

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების, ხოლო შემდგომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსი სპორტსმენები 2018 წლიდან იძულებულნი იყვნენ, გამოსულიყვნენ ნეიტრალური დროშის ქვეშ ან როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, თუმცა, სამშაბათს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა დროებით მოხსნა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო“.

„გადაწყვეტილება მიღებული იყო სოკ-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, ვინაიდან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი თავის შემადგენლობაში აღარ მოიაზრებს რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციებს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციაში შემავალი ტერიტორიებიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„გარდა ამისა, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ის არ ახორციელებს და არც განახორციელებს რაიმე საქმიანობას ამ ტერიტორიებზე. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო გააგრძელებს აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერი საქმიანობის მკაცრ მონიტორინგს და იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს შემდგომი ზომები“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი