მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია IMF-ის პუბლიკაციაში - „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“.

,,საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გაურკვევლობის გაძლიერების პირობებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა. 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5%-ს შეადგენდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ტემპი შენარჩუნდა. ამასთან, ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია”, - აღნიშნულია ანგარიშში.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ფისკალური და საგარეო პოზიციები საერთაშორისო რეზერვებმა IMF-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის დონეს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-ზე ქვემოთ შემცირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე შენელდება, ხოლო 2028 წლისთვის ეტაპობრივად დაუბრუნდება საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს 5%-ს.

მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის კვლავ სამიზნე დონეს დაუბრუნდება, ხოლო ფრთხილი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში სახელმწიფო ვალი ახლანდელ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.

მაღალი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების ფონზე, პოლიტიკის მთავარი ამოცანებია ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელზე დაბრუნება, საერთაშორისო რეზერვების შემდგომი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი”, - აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი