მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, გრიგოლ გიორგაძემ პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

საერთო საჯარისო ცენტრი 2016 წელს „ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალებისთვის ძირითადი სამხედრო სპეციალობების მიხედვით უმცროს ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება, ტაქტიკური დონის დოქტრინებისა და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება, თავდაცვის ძალებში ახალი შესაძლებლობების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და სამხედრო სწავლებების შეფასების პროცესის მხარდაჭერა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი