მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია
საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, სებ-ს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) და კლირინგის (ACH) სისტემების განახლების პროექტის განხორციელების გამოცდილება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში წარმატებით დასრულდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის დაგეგმვისა და მართვის პროცესს, სისტემის არქიტექტურას, ოპერაციულ და ფუნქციურ მოდელს, სისტემის მონაწილე ბანკებთან და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან კოორდინაციას, ტესტირების ეტაპებსა და სისტემის რეალურ გარემოში გაშვების პროცესს.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების სამომავლო მიმართულებები. მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, 24/7 რეჟიმში ოპერირების უზრუნველყოფა, ISO 20022 სტანდარტის გამოყენება და განვითარების სხვა შესაძლებლობები.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილება, ძირითადი გამოწვევები და მათ გადასაჭრელად გამოყენებული მიდგომები. ასევე წარადგინეს მნიშვნელოვანი მაგალითები და რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას.

ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რომელიც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს, გლობალური მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი