მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული, 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა

იმედი

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს

იმედი

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

ბათუმში ახლად აშენებული 1400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა იხსნება. ვიდეო

იმედი

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ რაკეტებისა და დრონების შესაძენად ევროკავშირისგან 3,3 მილიარდი ევრო მიიღო

იმედი