მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ და ლ.ს. დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში, მდინარე სუფსიდან, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ახდენდნენ. ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთანავე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი