მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თემატურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თემატურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თემატურ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ

იმედი|imedinews.ge

თამარ ზოდელავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, ციფრული იდენტობა და მონაცემთა უსაფრთხოება საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში“. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით ინოვაციებისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობას.

თამარ ზოდელავას თქმით, ციფრული ტრანსფორმაცია აღარ გულისხმობს მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას – ის გულისხმობს მმართველობის გაძლიერებას, საზოგადოების ნდობის ამაღლებას, სერვისების გაუმჯობესებას და მოქალაქის საჯარო ადმინისტრირების ცენტრში მოქცევას.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა სამუშაო შეხვედრა „ინკლუზიური საჯარო ადმინისტრირების ხელშეწყობა ციფრული ინკლუზიისა და მონაწილეობითი მმართველობის გზით“. გიორგი დგებუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის თანახმად, პროგრესს მხოლოდ მაშინ აქვს რეალური მნიშვნელობა, როდესაც მისი სარგებელი ყველასთვის ხელმისაწვდომია; ციფრული ინოვაციების განვითარება კი, უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს თანაბარი წვდომა საჯარო სერვისებზე და არ დარჩნენ ციფრული ეპოქის მიღმა.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს თბილისი პირველად მასპინძლობს და მისი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი