მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ფორუმის დელეგატებს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ფორუმის დელეგატებს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ფორუმის დელეგატებს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე გაეროს ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმში მონაწილეობს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს.

ღონისძიების მიზანია უსაფრთხო, მოწესრიგებული და ლეგალური მიგრაციის საკითხებზე მსჯელობა და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, მიგრაციის მართვის გაუმჯობესებისა და სფეროსთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების შესახებ. ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პროგრესის მიმოხილვა, საერთაშორისო მიგრაციის კონტექსტში.

რუსუდან კოხოძემ ფორუმის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას მიგრაციის მართვის გაუმჯობესაბაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს როლსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

სააგენტო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს, რომელიც უწყებათაშორის კოორდინაციასა და საერთო სამთავრობო მიდგომით მიგრაციის ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. სააგენტოს თავმჯდომარემ მიმოიხილა უკანასკნელ წლებში საქართველოს მიერ მიგრაციის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერების კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი, თანამედროვე და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას გაუსვა ხაზი.

რუსუდან კოხოძემ ფორუმის დელეგატებს გააცნო მიგრაციის მონაცემთა კონსოლიდაციისა და ანალიზის კუთხით განხორციელებული საქმიანობა და ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიგრაციის პოლიტიკის დაგეგმვასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმი ქ, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტისა და გაეროს მიგრაციის ქსელის ორგანიზებით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი