მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პრესსამსახური ავრცელებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, აკრედიტაციის საბჭომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა სრულად შეესაბამება ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია წელს პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას.

სტუდენტებს ექნებათ საშუალება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება და ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება

იმედი

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი განცხადებით დასტურდება, რომ „ნაცი“ „ნაცობას“ არასდროს მოიშლის