მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

1 აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მათ სამსახურის პირად შემადგენლობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა სამსახურის დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ უწყებას უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. მისი თქმით, ხელისუფლების სწორი, პრაგმატული პოლიტიკისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი დესტრუქციული ძალებისგან მომდინარე ყველა რისკის პრევენცია წარმატებით განხორციელდა და დღეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და უსაფრთხოება.

სიტყვით გამოსვლისას გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ღირსეული და ერთგული სამსახურისთვის.

„განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იდგე სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე და ყოველდღიური, დაუღალავი შრომით ემსახურებოდე იმ დიდ საქმეს, რასაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ჰქვია. ამ უწყებას კი ნამდვილად ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული გუნდი, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

დიდ მადლობას გიხდით თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული სამსახურისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვხელმძღვანელობდე ამ ძლიერ ინსტიტუციას და თქვენთან ერთად, ყოველდღიურად ვშრომობდე საქართველოში მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს განმტკიცებისთვის,“- განაცხადა გეკა გელაძემ.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში გეკა გელაძემ თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თენგიზ შარმანაშვილი ნორვეგიის ელჩის ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთი ტიპის გაურკვეველი შეხვედრები ხდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეჭვი - ხომ არ აპირებს ისევ ზოგიერთი დიპლომატი ვენის კონვენციის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას? ხომ არ შეეცდებიან ისევ საქართველოში დესტრუქციული ხაზის გატარებას?

თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვაზე: რა შეიძლება მოჰყვეს?! შეიძლება მოჰყვეს ის, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისგან ველი გაიწმინდოს და წარმოიშვან ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოებში ოპონირებას გაუწევენ ხელისუფლებას, თუნდაც ძალიან მწვავე ოპონირებას. ეს მისასალმებელიც არის

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გივი მიქანაძემ პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა იცოდეს და ეს პრეცედენტები შეიქმნას, რით შეიძლება დაასრულოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იმოქმედებს