მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

იმედი

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

იმედი

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

იმედი

იაგო ხვიჩია გვარამიას განცხადებაზე: აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“, შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის