მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

იმედი|imedinews.ge

საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაჩნდა პოზიტიური ინტერესი, რაც ცალსახად დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს.

ამასთან, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ნაწილი ამერიკის საელჩოს განცხადებას და სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის შემაჯამებელ დოკუმენტს საკუთარი პოზიციის გამართლებისთვის იყენებს.

„უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაზე დაფიქსირებული შეფასებების დროს. ძალიან ღიად ვიტყვი უვიცი და ძალიან არაპროფესიონალური შეფასებები იყო, როდესაც ადამიანები ცდილობენ, საკუთარი აზრები გაასაღონ ამერიკული მხარის პოზიციად. მე პირდაპირ მინდა, გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ვინმეს სულელად თუ მიაჩნია, მე არ მიმაჩნია. გულწრფელობის გარდა ოპოზიციას სხვა არაფერი აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს. ჩანაწერი რაც გაკეთდა ბოიკოტთან დაკავშირებით არის საჯაროდ, ვისაც წერა-კითხვა იცის შეუძლია, წაიკითხოს. იქ წერია შავით თეთრზე, რომ ამერიკულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, როცა შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების ინტერესი მათ უნდა დაიცვან, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობით. ეს არის ჩანაწერი, რომელიც გასაგებად არის დაფიქსირებული ბოიკოტთან დაკავშირებით. საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა, არ მოუტანია. ჩვენ დასავლელი პარტნიორები ჩვენი არაკეთილმოსურნეები არ არიან, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო ბოიკოტს, რომელიც დამაზიანებელია ხალხისთვის და ნულოვანი შედეგის მომტანი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა, რომლის განცხადებასაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი