მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე კოკაინი, 5 კილოგრამი „მარიხუანა“, 5 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“, „ჰაშიში“, 520 ფირფიტა „ლიზერგიდი“ (LSD) და 23 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი

TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

იმედი

თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

იმედი

მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია

მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია

იმედი