მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს
სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

იმედი|imedinews.ge

სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი ჯე მიონმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი სურს, რომლის მიზანიც ნახევარკუნძულზე „დროებითი ზავის“ „მშვიდობის რეჟიმით“ ჩანაცვლება იქნება.

პრეზიდენტმა მოუწოდა დიალოგისკენ ჩრდილოეთ კორეასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა დასრულდეს 1950-1953 წლების კორეის ომი, რომელიც არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, არამედ დროებითი ზავით შეჩერდა. მან აღნიშნა, რომ მსჯელობის პროცესში ასევე შესაძლებელი იქნება ფხენიანის ბირთვული პოტენციალის შეზღუდვის ეფექტური ზომების განხილვა.

ლიმ განაცხადა, რომ სეული მიიღებს პრევენციულ და თანმიმდევრულ ზომებს დაძაბულობის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მრავალდონიანი მექანიზმების შესაქმნელად.

პრეზიდენტის მოწოდება დიდწილად მის შარშანდელ დაპირებას ეფუძნება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სისტემის პატივისცემას და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ სწრაფვას ითვალისწინებს.

ურთიერთობები ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის გაყინული რჩება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უარი თქვა ფხენიანის გაერთიანების პოლიტიკაზე, სამხრეთ კორეას ყველაზე მტრული სახელმწიფო უწოდა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

იმედი