
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით მოვაჭრეებისგან გადარჩენილმა მოფსმა მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა🐕
იმედი|imedinews.ge
2026 წლის ყველაზე უშნო ძაღლი კონკურსში 6 წლის მოფსმა ჯინი ლუმ გაიმარჯვა. შეჯიბრების ორგანიზატორების თქმით, ჯინი ლუ სამხრეთ კორეის მთებში, ხის ყუთში იპოვეს. სავარაუდოდ, მას სპეციალიზებულ სასაკლაოზე უპირებდნენ გაგზავნას, რომელიც ადგილობრივ რესტორნებს ძაღლის ხორცით ამარაგებს.
„ჯინი ლუ მოფსების თავშესაფრიდან 4 წლის წინ ავიყვანეთ და მას შემდეგ ის მუდმივად გვახარებს თავისი ოინებით“, - ჰყვებიან კონკურსის წარმომადგენლები. მოფსის ამჟამინდელმა მფლობელმა, მიშელ გრეიდიმ, 5 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი მიიღო.
„ყველაზე უშნო ძაღლის“ კონკურსი წელს 50-ედ ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ღონისძიებაში ხედავენ შესაძლებლობას, ხაზი გაუსვან თითოეული ძაღლის ინდივიდუალობასა და შინაგან სილამაზეს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge