მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა
სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა

სამოგზაურო ჟურნალმა Wanderlust-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ საუკეთესო ეკო პროექტების სიაში შეიყვანა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust-ის „The Travel List Green List“-ში შევიდა. „The Travel Green List“ სამოგზაურო ჟურნალის Wanderlust ყოველწლიური, გლობალური პრესტიჟული რეიტინგების სიაა. ეს პროექტი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ იმ გამორჩეულ მიმართულებებს, ინიციატივებსა და ტურისტულ პლატფორმებს აერთიანებს, სადაც ეკომეგობრულ ტურიზმს ხელს უწყობენ.

„ეს პროექტი მოგზაურებს საოჯახო კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც კერძებს ბუნებასთან აკავშირებს. „მზისკარი“ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეთნოგრაფიულ, ტრადიციულ კულინარიას, მეღვინეობასა და საოჯახო სასტუმროებში არსებულ აგროტურისტულ გარემოს, სადაც კულტურა, უსაფრთხო და ინკლუზიური ტურისტული პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბიზნესების გასაძლიერებლად“,- წერს Wanderlust და მკითხველს პლატფორმის ექპერტის აზრს უზიარებს.

„მზისკარი“ მშვენიერი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის დაკავშირება ტურიზმის საშუალებით, შემოქმედებითად წარმოდგენილი ვებგვერდის მეშვეობით“.

„მზისკარი“ საქართველოს რეგიონებში ავთენტური საოჯახო ობიექტების მოძიებით, ქმნის გასტრონომიულ გზამკვლევს მნიშვნელოვანი მისიით - შეინარჩუნოს ქვეყნის კულინარიული მემკვიდრეობა, მხარი დაუჭიროს რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებს და გააღვივოს კულტურული მიმოცვლა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება