მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO): დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში

იმედი|imedinews.ge

დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საჰაერო კავშირის შენარჩუნებასა და გლობალური საავიაციო ქსელის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, - აღნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნიკოლას რალო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების, მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

აქვე ნათქვამია, რომ რეგიონული საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილების მიუწვდომლობის გამო, ფრენების მარშრუტები ევრაზიული ქსელის მასშტაბით იცვლება, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მათ შორის, საქართველოს საჰაერო სივრცე, მნიშვნელოვან ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად ყალიბდება.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ავიაცია დღეს მზარდი საჰაერო მოძრაობის, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სამხედრო კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებით რთულ ოპერაციულ გარემოში ფუნქციონირებს.

“საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის (EUR/NAT) რეგიონში მაღალი შეფასებით სარგებლობს. აღნიშნული ძალისხმევა ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისადმი და საერთო მიზნისადმი - საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სისტემის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნულია ICAO - ს წერილში.

ნიკოლას რალო განსაკუთრებულად აღნიშნავს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერის – შპს „საქაერონავიგაციის“ – ოპერატიულ რეაგირებას, მჭიდრო კოორდინაციას მეზობელი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, მაღალი ინტენსივობის საჰაერო მოძრაობის ეფექტიან მართვასა და ავიაკომპანიებთან პროაქტიულ თანამშრომლობას, რამაც ხელი შეუწყო ფრენების უწყვეტობას და გლობალური საავიაციო მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის შენარჩუნებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდა არის ის ძირითადი მამოძრავებელი, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების ზრდას - საქართველოს გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომაა, რომ იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საგადასახადო შეღავათები გვქონდეს, საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები გადასახადი გადაიხადონ

იმედი

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

ნინო წილოსანი გახარიას პარტიაზე: ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ

იმედი

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

ლევან ბეჟაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს შიდა დაპირისპირებები, ბუნებრივია, ასუსტებდა და დღეს გვაქვს ის შედეგი, რომელიც გვაქვს

იმედი