მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, - აღნიშნა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვის ვადა 13 ივლისამდეა განსაზღვრული.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით არის გამოცხადებული და ინტერესთა გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადა 13 ივლისს დასრულდება.პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს როგორც დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას, ისე გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარეების შეფასებას.

„პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. ასევე, შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის პროცესს, ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

იმედი

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი