მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი

„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი

იმედი|imedinews.ge

საქართველო იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული ფრაზაც უცხოელების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია, იმ ადამიანების, რომლებიც რეალურად საქართველოს არ იცნობენ.

„ისე მართლა კარგი მთავრობა გვყავს, მაგრამ ცოტა უფრო უკეთესსაც ნამდვილად ვიმსახურებთ“, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე.

„სლოგანი არ ვარგა. ხომ გახსოვთ ლადო ასათიანის ლექსი: “ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”. ასეთივეა ოპოზიციის ლოზუნგი-ხომ კარგია ეს ხელისუფლება, მაგრამ მე უფრო უკეთესი მინდა“, - აღნიშნავს პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.

სლოგანს სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა მერაბ მეტრეველი.

„რა „საქართველო იმსახურებს უკეთესს?!“ ეს სლოგანი ვინ მოიგონა საერთოდ?! ასეთი სლოგანი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი ზედმეტად ზოგადი და არაფრისმთქმელია, არათუ საპროტესტო მოძრაობისთვის. ბანკის რეკლამად თუ გამოდგება, ან რომელიმე სამშენებლო კომპანიის. ქუჩის პროტესტს ჭირდება კონკრეტული და საბრძოლო განწყობაზე მომყვანი სლოგანი“, - წერს იგი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი