მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით ამოქმედდა
საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით ამოქმედდა

საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით ამოქმედდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით დაინერგა. შედეგად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ქართველი გადამზიდველები, თურქეთის მსგავსად, სანებართვო დოკუმენტების ელექტრონული ფორმატით აზერბაიჯანშიც ისარგებლებენ, - ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ბაკურ მიქაძის განცხადებით, ციფრული სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაზიდვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, უზრუნველყოფს მონაცემთა სწრაფ და უსაფრთხო მიმოცვლას, ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს, ასევე ქაღალდის დოკუმენტაციის გამოყენების საჭიროებას და ქმნის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მართვის თანამედროვე და გამჭვირვალე და ეფექტიან შესაძლებლობებს.

„სააგენტოს დირექტორის თქმით, ელექტრონულ ფორმატში სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესი მეტად სწრაფია და ზრდის საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების ეფექტიანობას.

ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ თანამშრომლობას ეფუძნება და საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის მიერ, სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და ადმინისტრირების მიზნით, ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებას ითვალისწინებს.

ქართულ - აზერბაიჯანული ეფექტიანი მოლაპარაკების შედეგად 2026 წლისთვის თითოეული სახის სანებართვო დოკუმენტისთვის უკვე გაიცვალა 1000 ერთეული ელექტრონული სანებართვო ბლანკი, ხოლო 2027 წლიდან იგეგმება სრულად გადასვლა ციფრულ ფორმატზე.

აღნიშნული სიახლეები და შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის გადაზიდვების სექტორის განვითარებას, გაამარტივებს სატრანსპორტო ოპერაციებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა,  ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

იმედი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იმედი