მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელი კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნენ. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ლომიძემ და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ ვარშავის სახელმწიფო არქივი, ასევე კრაკოვსა და კატოვიცეში ახლად გახსნილი საარქივო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მასპინძელი არქივების ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს დოკუმენტების საცავების მოწყობის თანამედროვე ხედვები, იქ მოქმედი კონდიცირება-ვენტილაციისა და ხანძარქრობის უახლესი სისტემები, რესტავრაციის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები, სამკითხველო დარბაზები და საარქივო კოლექციებში დაცული გამორჩეული ისტორიული საბუთები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორ პაველ პიეტშიკთან, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართველი რესტავრატორები პოლონეთის სახელმწიფო არქივის რესტავრაციის ლაბორატორიას ეწვევიან.

ეროვნული არქივის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოსა და პოლონეთის არქივებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობასა და პროფესიულ კავშირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

იმედი