მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ფინტექ ინდუსტრიის მიმდინარე მდგომარეობა, სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. განსაკუთრებული დინამიკით ვითარდებიან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, მომხმარებლებისთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას, ასევე ფინანსურ სექტორში კონკურენციისა და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც დღეს სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. მონაწილეებმა იმსჯელეს მარეგულირებელ გარემოზე, ასევე ეროვნულ ბანკს, საბანკო და ფინტექ ასოციაციებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე სხვადასხვა ინიციატივების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების მხარდაჭერას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ფინანსური სექტორის მდგრად განვითარებას. ამასთან, გააძლიერებს აღნიშნულ ასოციაციებსა და საბანკო სფეროს შორის პროდუქტიულ თანამშრომლობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური დიალოგი ფინტექ ინდუსტრიასთან, რათა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ხელი შეუწყოს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი

იმედი

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე

იმედი

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“