მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO 2026) ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ჟღენტი გახდა.

ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამავე სკოლის მოსწავლეებმა: ირაკლი შეროზიამ და თევდორე ონაშვილმა დაიმსახურეს. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მირზა შანიძესა და ალექსანდრე კაციას, საპატიო სიგელები გადაეცათ.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული ნაკრების ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - გივი ნადიბაიძე, ხოლო ასისტენტი - ლაშა ფერაძე.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და შერიგება აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან. როდესაც ოპოზიცია ხედავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ცდილობენ, რომ ის შუღლი გააღვივონ, რაც ხელოვნურად არის გაღვივებული ათწლეულის განმავლობაში

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

სომხური მედია: დასავლეთი სომხეთს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სთხოვს

იმედი

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

Reuters: სტიქიიდან ცხრა დღის შემდეგ ნეპალში ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს

იმედი