
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთი დაამარცხა
იმედი|imedinews.ge
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს უმასპინძლა.
შეხვედრა „ჯვაროსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 91:89, დასრულდა.
საქართველო-ესპანეთის მატჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა. მეორე ეტაპის თამაშებს საქართველოს ნაკრები 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში გამართავს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge